სპორტული ვარჯიშები და ჯანსაღი ცხოვრების წესი ​სარგვეშის საჯარო სკოლაში
18-10-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სპორტის პედაგოგი თორნიკე ინასარიძე ამ მიმართულებით აქტიურად ზრუნავს და სკოლის მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებს.

პედაგოგი გაკვეთილების შემდგომ პატარებს სხვადახვა ვარჯიშსა და აქტივობას სთავაზობს, რომელსაც ისინი დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები მასწავლებლის ვარჯიშებს ყოველთვის დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.​

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203