
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილ დირექტორობის კანდიდატს - ინგა ბერაძეს ნდობა გამოუცხადა.
კანდიდატი, ახალი ვადით, სკოლის დირექტორად, ერთხმად აირჩიეს. სკოლაში მოხარულები არიან საბჭოს გადაწყვეტილებით და აღნიშნავენ, რომ დირექტორის იმედი ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ მომვალშიც.
„სკოლის თითოეული თანამშრომელი ვამაყობთ, რომ გვყავს ყურადღებიანი, გვერდში მდგომი და სამართლიანი დირექტორი, რომლის იმედი გვქონდა და გვექნება მომავალშიც. კიდევ მრავალი წარმატება ცხოვრებაში თქვენ ჩვენთან ერთად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.
იხილეთ ფოტო: