„დრო მოვიდა ვიყოთ თანასწორნი“- ყოროლისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავლის იმედი“ წევრები და სკოლის თვითმმართველობა ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრისა და მუციპალიტეტის გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსში - გენდერული თანასწორობა, მონაწილეობდნენ.
სკოლამ პროექტი - „დრო მოვიდა ვიყოთ თანასწორნი“, წარადგინა. პროექტმა საპრიზო ადგილი და დაფინანსება მოიპოვა. მოსწავლეებმა პროექტის გეგმის მიხედვით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს და კომპეტენტურ პირებთან შეხვედრები გამართეს. 13 ოქტომბერს კი დასკვნითი ღონისძიება - პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს.
„სკოლის მოსწავლეთა სახელით, მადლობას ვუხდით ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრსა და ხელვაჩაურის მერიას თანადგომისათვის. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ესეები და სიტუაციური მაგალითები - „მოზარდები ძალადობის წინააღმდეგ“, „ჭუჭყიანი თეთრეული“ და „ნაადრევი ქორწინება“ და სხვა“,- გვიყვებიან სკოლაში.