ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
18-10-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის X კლასის ხუთი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერით დაჯილდოვდა. 

გივი კახიძეს, გიორგი ყიფიანს, ნიკოლოზ ქარქაშაძეს, ლუკა ფართლაძეს და მარიამ შარვაძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცა. მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ბესიკ აბრამიძე გახლავთ. 

დაჯილდოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.

საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), ამ დღეს პორტაბელური კომპიუტერები (ლეპტოპები) საზეიმოდ გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდების გაძლიერება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203