ფახულანის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი წარმატებით იასპარეზა.
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში, ერთმანეთს ცოდნის, ინტელექტისა და სითამამის გამოვლენაში მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე შეეჯიბრა.
20 კითხვის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა, პირველი ადგილი, 85 ქულით, 271 წამში ფახულანის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია გოგოხია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ბარბარე ქობალია - VII კლასი, ნინი შონია - VI კლასი, ნინო ჩხაპელია - VI კლასი და მარიამ შონია - VII კლასი.
სასკოლო საზოგადოება და სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: