ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს დაესწრო
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ახალგაზრდების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
ამჯერად, ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამართულ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს დაესწრო. ის ღონისძიების მიმდინარეობას დიდი ინტერესით დააკვირდა. წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში, ერთმანეთს ცოდნის, ინტელექტისა და სითამამის გამოვლენაში მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე შეეჯიბრა.
20 კითხვის განმავლობაში გუნდების კაპიტნები საკუთარი თავის, გუნდის, სკოლისა და მთელი მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ცდილობდნენ.
განათლებისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია პირველ ადგილზე გასულ - ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვებას ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს ასევე სკოლის პედაგოგები, დირექტორები, მოსწავლე- ახალგაზრდები, საგანამათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლირა ღირწკაია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი - ილია ლუკავა ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: