წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-10-2023
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში, ერთმანეთს ცოდნის, ინტელექტისა და სითამამის გამოვლენაში მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე შეეჯიბრა.

20 კითხვის განმავლობაში გუნდების კაპიტნები საკუთარი თავის, გუნდის, სკოლისა და მთელი მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ცდილობდნენ.

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის გუნდის შემადგენლობაში შემდეგი მოსწავლეები იყვნენ: რეზი როგავა - მე-7 კლასი (გუნდის კაპიტანი), ლუკა კვარაცხელია - მე-7 კლასი, მარიამ სორდია - მე-7 კლასი, დათო ჩანგელია - მე-6 კლასი, ანდრია კვარაცხელია - მე-6 კლასი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, წარმატებით იასპარეზეს და 70 ქულა დააგროვეს. სასკოლო საზოგადოება და დირექტორი ნანა მიქავა მათი მიღწევით ამაყობს და წარმატებას ულოცავს.

„ეტალონის“ სასკოლო კოორდინატორი ისტორიის მასწავლებელი ხათუნა შედანიაა. ვულოცავთ გუნდს მნიშვნელოვან სტარტს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203