ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ჟანა ახალკაციშვილი აირჩია
18-10-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში, 16 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები გაიმართა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად ჟანა ახალკაციშვილი აირჩია. 

საბჭომ დირექტორობის კანდიდატს უფლებამოსილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიანიჭა. 

სკოლის თანამშრომლები ჟანა ახალკაციშვილს არჩევნებში გამარჯვებას ერთხმად ულოცავენ.

„ვულოცავთ ქალბატონ ჟანას და ვუსურვებთ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203