
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად ცირა აბულაძე მეორე ვადით აირჩია.
ცირა აბულაძეს სკოლაში ახასიათებენ, როგორც გამორჩეულ ლიდერსა და პროფესიონალ ხელმძღვანელს, რომელიც სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს.
სკოლის სამეურვეო საბჭო ულოცავს ცირა აბულაძეს არჩევნებში გამარჯვებას.
„სამეურვეო საბჭო ულოცავს ქალბატონ ცირას და იმედს გამოთქვამს, ის უამრავი წარმატება, რაც პირველი ვადის პერიოდში განახორციელა, გაორმაგდება. დამეთანხმებით, ის რომ სკოლა წარმატებულია ეს პედაგოგებთან ერთად სკოლის დირექტორზეა დამოკიდებული.
ქალბატონი ცირა პროფესიონალიზმით გამორჩეული ლიდერია და წარმატებები მინდა ვუსურვო მას!
დირექტორი, რომელსაც უპირობოდ უყვარს მოსწავლეები, ორიენტირებულია მათ წარმატებაზე და პროგრესზე, ზრუნავს პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნასა და განვითარებაზე“,- აღნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე ირმა მელაძე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.