განძის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი „ოცნების ბაღი“
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები ჰყავს. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგმა - ვანიკ თევანიანმა საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მათ ფერადი ქაღალდებითა და ფერადი ჭიქებით ნამუშევრები უნდა შეექმნათ. მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც მრავალფეროვანი იყო.
„ოცნების ბაღი. ანტონიო გაუდის მიერ ბარსელონაში აშენებულმა პარკმა დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია თავისი ყველაზე გაბედული იდეების განხორციელება. ხელოვნების გაკვეთილზე ასეთი მშვენიერი ბაღის შექმნას შევეცადეთ. ჩვენი ფანტაზიით, მე-6 კლასელებთან ერთად, ფერადი ქაღალდებისა და ქაღალდის ჭიქებისგან ფანტასტიკური შენობები შევქმენით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: