განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვით წარიმართა
18-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა.
კენჭისყრამდე მოსწავლეები გაეცნენ საარჩევნო პროცესს, არჩევნების დღეს კი საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და საშუალო და საბაზისო საფეხურზე თავიანთი წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს