წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
18-10-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის მეათეკლასელებს - ლილე ჩხაბერიძეს, დავით თუთბერიძეს, ქალაქის სხვა წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა - გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - მამუკა ჩხეტიანმა პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.

სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.

„წარმატებები ჩვენო ძვირფასო ბავშვებო! მადლობა თქვენს აღმზრდელ მასწავლებლებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203