წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტული კლუბი „ოლიმპო“ გაიხსნა
18-10-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ერთი წელია, რაც სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული. პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“, რომლის კურატორი ფიქრია გიორხელძე გახლავთ, სკოლა-ბიზნეს ფორუმში - პროექტით „სპორტული ქალაქი-ილიმპო“, მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, სასიხარულოა, რომ პროექტს მხარი დაუჭირა და დააფინანსა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ - „იმერკრედიტი“. მიღებული თანხით მათ სპორტული ინვენტარი და მაისურები სპორტული ტურნირებისათვის შეიძინეს. 

დაარსდა სპორტული კლუბი. ამ მნიშვნელოვან მოვლენას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტის“ წარმომადგენელი - თეიმურაზ ხარაბაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი - ლანა თოთაძე და გრანტების სპეციალისტი - ქრისტინე ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

აუდიტორიას და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სკოლის სპორტული კლუბი სახელწოდებით, „ოლიმპო“, რომელსაც კურირებას გაუწევს სპორტის მასწავლებელი გია უგლავა.  

„შეხვედრა კლუბის ლიდერმა მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა მიქაბერიძემ გახსნა. კლუბის გამარჯვებული ლოგოს შესახებ ისაუბრა მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქიამ, სახელწოდება „ოლიმპოს“, ისტორიული რაკურსი შემოგვთავაზა მე-9 კლასის მოსწავლე ვახტანგ ამბროლაძემ, კლუბის წესდება გაგვაცნო მე-11 კლასის მოსწავლე ნინი ბენიძემ. აუდიტორიას წარვუდგინეთ ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავდა კლუბის მიერ გასულ სასწავლო წელს გაწეულ მუშაობას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტისა“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203