„გავიცნოთ ჩვენი მხარე“​ - დილისკის N1 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
18-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

დილისკის N1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა წამოიწყო ახალი საინტერესო პროექტი -  „გავიცნოთ ჩვენი მხარე“; რომლის ფარგლებში 26 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს მე-9 და მე-5 კლასელები, დამრიგებლებთან და კონსულტანტ-მასწავლებელთან ერთად, ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.

მუზეუმში დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა მასალა.

მოსწავლეებმა ექსპონატები ინტერესით დაათვალიერეს. მათთვის მუზეუმში ვიზიტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

კონსულტანტ-მასწავლებლის თქმით, შემდეგში იგეგმება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების გაცნობა, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა სკოლის სხვა მოსწავლეების წინაშე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203