ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბ „პალიტრას“ წევრები ქალაქის მთავარ დღესასწაულზე გამოფენა-გაყიდვით წარდგნენ
18-10-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ხელოვნების კლუბი „პალიტრა“. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, კლუბის წევრები ბაღდათობის დღესასწაულზე გამოფენა-გაყიდვით წარდგნენ.

ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენაზე თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შესრულებული ნამუშევრები წარადგინეს. კლუბის წევრებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა ასევე ეს დღე საზოგადოებას გაულამაზეს - პატარა სტუმრებს სახე ლამაზად მოუხატეს.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203