თბილისის N9 საჯარო სკოლის „ისტორიკოსთა კლუბის“ წევრები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
18-10-2023
ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
პედაგოგმა, თინიკო შიშნიაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, პროფესიული დღე საინტერესოდ გაატარა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ასევე სკოლის ისტორიკოსთა კლუბის დაარსების დღე დაემთხვა, რაც ორმაგად სასიხარულო იყო მათთვის.
კლუბის მუშაობა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში სტუმრობით დაიწყო.
მოსწავლეები მუზეუმში საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ასევე ერთობლივად, ნახატი შექმნეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„წმინდა ილია მართლის გზით გევლოთ ჩემო პოზიტიურებო! მომავალი თქვენია! მადლობა „საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციას“ საინტერესო ღონისძიებებისათვის!“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს