დადეშის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრის შესახებ საინტერესო სიუჟეტი მოამზადეს
17-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, ახალქალაქში არსებული ისტორიული ციხე-სიმაგრე მოინახულეს.

აღნიშნულ აქტივობას ქართული ენის მასწავლებლი-გოარ მარტიროსიანი ხელმძღვანელობდა.

ბავშვებმა, არქიტექტურული შენობის შესახებ ვიდეოსიუჟეტი მოამზადეს. მათ გადაუღეს აღნიშნულ შენობას, ისაუბრეს მისი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე ჩაწერეს საინტერესო ინტერვიუ სპეციალისტებთან და საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ.

ბოლოს კი მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც განახორციელეს და კლასში წარადგინეს. 

„კომპლექსური დავალების მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა სოფელში/ქალაქში არსებული ისტორიული არქიტექტურული შენობების დაცვის საკითხებისადმი და მათი  ჩართვა ამ საკითხების მოგვარების პროცესში. ბავშვებმა ასევე მშობლებსაც სთხოვეს ჩართვა ამ საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203