
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქეთო ღვინჯილის ინიციატივით, შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
ექსკურსია, მოსწავლეებისა და მშობლების სურვილით დაიგეგმა, მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმებს ესტუმრნენ.
ექსკურსიის მარშრუტი შემდეგნაირი იყო: წალენჯიხა - დიდი ჯიხაიში - გვიშტიბი - ქუთაისი - წალენჯიხა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიაზე მიღებულმა შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ გიდს, ისინი აღტაცებას ვერ მალავდნენ დიდი ქართველი მოაზროვნის, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნების - ნიკო ნიკოლაძის ასწლოვანი ხეებით დამშვენებული ეზოს დათვალიერებისას.
მოსწავლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელი უკავშირდება ყველა დიდ და საზოგადო პროექტებს, რომელებიც ხორციელდებოდა მაშინდელ საქართველოში.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში დაცულ მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს, ავთენტურ ქართულ გარემოს, მწერლის შთამომავლების მიერ მოწყობილ მარანში მოისმინეს ოტიას შემოქმედებისა და ცხოვრების მრავალი საინტერესო ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - ქეთო ღვინჯილია მოსწავლეებთან ერთად გეგმავს, მოაწყოს ფოტოგამოფენა და მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიაროს სასკოლო საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: