ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთისა და ბადმინტონის გუნდების წარმატება
18-10-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას  და სპორტის პოპულარიცაზიას დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის პედაგოგის - არჩილ ჯღამაიას ხელმძღვანელობით, გოგონათა გუნდებმა ფრენბურთისა და ბადმინტონის შეჯიბრში მოიპოვეს წარმატება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა შეძლეს და გახდნენ სასკოლო ოლიმპიადის ეგიდით, როგორც პირველი (მუნიციპალური), ასევე მეორე (სამეგრელო ზემო სვანეთის) რეგიონალური ეტაპის გამარჯვებულები და მუნიციპალიტეტი ასახელეს.

ამისთვის სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავს ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთისა და ბადმინტონის გუნდებისა და სპორტის პედაგოგის - არჩილ ჯღამაიას მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203