ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი და თვითმმართველობის წარმომადგენელი კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდნენ
17-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს.

30 სექტემბერს სკოლის დირექტორი - იზოლდა ხვიჩავა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი - ანასტასია მიქავა დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაზე თვითმმართველობის წევრმა, ანასტასია მიქავამ თავის ბანერთან გააკეთა პრეზენტაცია მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. მას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე თამარ მახარაშვილი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.

„კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ გაგვაცნო სამოქალაქო განათლების პროგრამის შედეგები და სამომავლო გეგმები. გაიმართა პლენარული დისკუსიები გაზიარებულ ლიდერობაზე, სკოლების ავტორიზაციასა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელებზე, მათ როლზე, დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო პრაქტიკაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს ასევე გაიმართა დემოკრატიული სკოლების დაჯილდოების ცერემონია.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203