თბილისის N173 საჯარო სკოლის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მიიღო 
18-10-2023

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა და მთლიანად სკოლის წარმატებას აღნიშნავენ. eTwinning-ის პორტალზე განხორციელებულმა სკოლის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მესამე ხარისხის ნიშანია, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით არაფორმალური განათლების კუთხით სკოლამ დაიმსახურა. 

სკოლაში წარმატებით ამაყობენ და პროექტის ავტორსა და eTwining-ის გუნდს მადლობას უხდიან. 

„ვულოცავ, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლას და მე-4 კლასის მოსწავლეებს ამ წარმატებას. ჩვენმა პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მიიღო. 

ასევე, დიდი მადლობა პროექტის ავტორს - რიმა კუპრეიშვილს და eTwining-ის საოცარ გუნდს ქალბატონ ხატია მატკავას ხელმძღვანელობით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203