
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეები ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს - „შუშანიკის წამება“, გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო, მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ინფორმაციული პლაკატები დაამზადეს, მხატვრული დეკორაციებით გააფორმეს და კლასში გამოფინეს.
„შუშანიკის წამება - V საუკუნიდან დღემდე“, - ასეთი სახელწოდებაა შეურჩიეს მოსწავლეებმა ჩატარებულ აქტივობას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პრაქტიკულ დავალებებს, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოსწავლეთა სურვილებს მორგებული გაკვეთილების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: