
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ავთანდილ ფხაკაძემ, შოტოკან კარატე-დო-ს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
ავთანდილმა, დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა.
სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებს.
ავთანდილის წარმატება სხვა მოსწავლეებისთვისაც სტიმულის მიმცემი გახდა.
„ვულოცავთ ავთანდილს ამ გამარჯვებასა და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: