ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა
17-10-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები წესების სრული დაცვით წარიმართა. მოსწავლეები პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. 

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის ახლადარჩეული თვითმმართველობის წევრები არიან: თამარ ფხაკაძე - მე-7 კლასი, თამარ მდინარაძე - მე-7 კლასი, ანამარია ჯაფარიძე-მე-7 კლასი, თეკლა ახვლედიანი-მე-8 კლასი, მათე ხურციძე-მე-8 კლასი, გიორგი ხუჯაძე-მე-8 კლასი, საბა სახამბერიძე -მე-9 კლასი, ნინი თავხელიძე-მე-10 კლასი, სალომე თებიძე-მე-10 კლასი, ნინი დიდბარიძე -მე-11 კლასი, მარიამ სანიკიძე-მე-11 კლასი, ლუკა კიბორძალიძე-მე-12 კლასი და მარიამ ბენიძე-მე-12 კლასი.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203