
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა მრავალფეროვანი ღონისძიებით, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტის რამოდენიმე სახეობაში, ერთმანეთს მოსწავლეთა ორი ჯგუფი: „მართვე“ და „არწივები“ შეეჯიბრა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კურირებდნენ პედაგოგები: გალინა სულხანიშვილი, ნანა თეგაძე და ნანი ფეიქრიშვილი.
მოსწავლეებისთვის სპორტული დღეები ძალიან სახალისო, დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: