ღოუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
17-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განათლებაზე, წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული აქტივობებიც მეტყველებს. ამ დღეს სკოლაში საზეიმო განწყობა იგრძნობოდა, მონატრებული მოსწავლეები და მასწავლებლები ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთს ულოცავდნენ. 

სკოლაში აღიმართა საქართველოს დროშა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულით შეაღეს. მათთვის ეს დღე მასწავლებლებმა ნამდვილად დაუვიწყარ ზეიმად აქციეს. 

დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

„ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203