თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში არამხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა თემატური აქტივობა ხშირად ეწყობა. ამჯერად კი სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეჯიბრმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: