
როგორც საგანმანათლებლო ცენტრში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო ქართული ყურძნის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშიდან, რქაწითელიდან კახური და ევროპული ტექნოლოგიით, სპონტანური და კულტურული საფუარების გამოყენებით დამზადებული ღვინომასალების ზოგიერთი განმასხვავებელი ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შესწავლა, აგრეთვე ღვინის ბაზარზე მოქმედი ზოგიერთი ფაქტორების გამოკვლევა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ტურისტებისთვის დამზადდა სარეკლამო აბრები.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
„მადლობა პატარებს და პედაგოგ სოფო რომანაძეს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: