საღრაშენის საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა 
17-10-2023
ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში მასწავლებების ღვაწლსა და შრომას ძალიან აფასებენ. 

ამაზე ის ფაქტიც ნათლად მეტყველებს, რომ სასკოლო საზოგადოებამ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე უდიდესი სიყვარულით მიულოცა. საერთო მადლიერებას მოსწავლეები და მათი მშობლებიც უერთდებიან. 

აღსანიშნავია, რომ საღრაშენის საჯარო სკოლის მასწავლებლები ახალგაზრდების წარმატებული მომავლისთვის ზრუნავენ და მათ მოტივირებისთვის სხვადასხვა აქტივობას მართავენ. 

„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და პროფესიულ წინსვლას გისურვებთ“,- ასეთია სახუთოქტომბრო სურვილები დირექციისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203