კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებს ჭადაკში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან.
13 ოქტომბერს პირველ კლასში ღია გაკვეთილი სწორედ ჭადრაკში ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლუიზა ვერულიძე.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოყენებული ხერხის დემონსტრირება შეძლეს. ისაუბრეს, თუ რატომ და რაში გამოიყენებენ ჭადრაკის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომელსაც ესწრებოდა კლასის დამრიგებელი მარიამ ვერულუძე, ასევე მასწავლებლები - ნინო ვერულიძე და ირმა ოქროპირიძე.
„გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მხრიდან, მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჭადრაკის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: