„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ წალენჯიხაში მიმდინარეობს
17-10-2023
წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქალბატონი ლირა ღურწკაიას მიწვევითა და ორგანიზებით „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი წალენჯიხაში მიმდინარეობს.
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში „წალენჯიხის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე ეჯიბრება.
ღონისძიებას ესწრებიან რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
დამსწრეები ამჯერად „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეჯიბრებიან. თითოეული მათგანი კონკურსზე 5 მოსწავლიანი გუნდითაა წარმოდგენილი.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წალენჯიხაში განსაკუთრებულ გარემოში - შემოდგომის თბილი მზის სხივების ფონზე, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს