თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა
17-10-2023
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერადაც, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები სკოლაში ძალიან ხშირად იმართება.