ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობდნენ
17-10-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინაროებს. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიის - „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსის თემა „საქართველო ევროპაა“ იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილეებმა დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობა „რა? სად? როდის?“, სადაც თემატური, საინტერესო კითხვები იყო წარმოდგენილი.

მათ ინტელექტუალური შესაძლებლობები, გუნდურობა, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203