ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები
17-10-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში და სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სპორტულ კვირეულში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები განხორციელდა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული აქტიურობით კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები გამოირჩეოდნენ. 

„მათ დიდი მონდომების შედეგად კვირეულის ბოლო დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203