ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
17-10-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ჯილდოს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203