განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
17-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები წესების სრული დაცვით წარიმართა. მოსწავლეები პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს და ფარული კენჭისყრით თვითმმართველობის წევრები და თავმჯდომარე აირჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203