„ელექტროობა - სახიფათო მეგობარი“- ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-10-2023

ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე იმუშავეს მეტად საინტერესო პროექტზე, რომლის თემა იყო - „ელექტროობა - სახიფათო მეგობარი“ . 

პროექტზე მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით იმუშავეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„პროექტი საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს მოსწავლეებმა, ელენე სოხაძემ პორტფოლიოს სახით წარმოაჩინა მოცემული პროექტი, რაც კრეატიული იდეა იყო. მიყვარხართ და მეამაყებით!“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203