საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები მხატვარ მარი მჟავიას სახელოსნოში შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნიან
17-10-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

პედაგოგი და მხატვარი მარი მჟავია მათ ხატვას დიდი მონდომებით ასწავლის. ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან მას და შემოქმედებით ხედვას წარმოაჩენენ.

ბავშვები ლამაზ ნამუშევრებს ქმნიან და მათი შემოქმედების მნახველთ ნიჭით ნუსხავენ.

„დეტალები ქმნის განწყობას. მხატვარ მარი მჟავიას სახელოსნოში ყველაფერი სიცოცხლის ფერებითაა შეფერილი... თითოეული დეტალი ერთი საოცარი ამბავია და ფერთა გამას თავად პედაგოგი ქმნის უნიჭიერეს მოსწავლეებთან ერთად“, - ამბობენ სკოლაში.

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ეს ურთიერთობა გახლავთ შეგირდისა და მოწაფის თანამედროვე, შემოქმედებითი ხედვის ტრენდული ვარიაციები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203