საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ამბროსი ხელაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი დაიდგა
17-10-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში ამბროსი ხელაიას (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი დაიდგა.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 45-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დირექტორი ლალი მელივა, მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებას, რომელიც დიდი ოსტატობით, თანამედროვე ნარატივით წარმოადგინა უნიჭიერესმა სამსახიობო დასმა.

ამბროსი ხელაიას ტრაგიკულ ცხოვრებაზე მცირე კომენტარი გააკეთეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - მამა ანდრია ჯაღმაიძემ და სასულიერო პირებმა.

მოსწავლეებმა მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია მიიღეს.

დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203