
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს პედაგოგები წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში პედაგოგმა, ალექსანდრა კვიციანმა აქტივობა „საუკეთესო მკითხველი“ ჩაატარა. გაკვეთილი თემაზე - „დედაშვილობის ძალა“ იყო.
ბავშვები ერთმანეთს კითხვაში შეეჯიბრნენ - მათ ასაკის შესაბამისი ნაწარმოებები წაიკითხეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
აქტივობაში მეხუთეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობის მიზანი მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესება, შრომის უნარის გაღვივება და წიგნის შეყვარება იყო.
კონკურსში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამი გამარჯვებული გამოვლინდა და თითოეულს მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: