მოსწავლეთა საზეიმო მიღება თბილისის N86 საჯარო სკოლაში
17-10-2023

თბილისის N86 საჯარო სკოლაში სასწავლო მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მათთვის სკოლაში 15 სექტემბერს საზეიმო დახვედრა მოეწყო. პედაგოგებმა, სკოლის ხელმძღვანელმა, ნანა ქაჯაიამ მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნეს და სკოლა სადღესასწაულოდ მორთული დაახვედრეს.

ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთულმა საკლასო ოთახებმა ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ. მათ ბევრ წარმატებასა და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203