რუისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ლიზი ლაშხიძესა და მარიამ ჩხიკვაძეს კომპიუტერები გადაეცათ 
17-10-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი ლაშხიძე და მარიამ ჩხიკვაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203