
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.
პირველი კლასის მასწავლებელმა „ანბანის შემობრძანებასთან“ დაკავშირებით 1-ელ კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს. მასწავლებელმა პატარებს არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა და მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე და მასწავლებლები.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: