თბილისის N31 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
17-10-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის პედაგოგებმა ანბანის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.

I კლასის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩხიკვაძემ და I კლასის დამრიგებელმა, ეკატერინე ხაბურზანიამ, თავიანთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებითა და თამაშებით გაუხალისეს „ანბანის სამყაროში“ შებიჯება.

ბავშვები გაეცნენ პირველ ასოებს, სიტყვებს და შეეცადნენ წინადადებაც წაეკითხათ.

„იის სურნელით გამთბარი გულებით, დიდი სიყვარულით, ბომბორასთან და გოგონასთან ერთად, პატარებმა ხალისით შეაბიჯეს ანბანის სამყაროში“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პირველკლასელთათვის სასწავლო მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203