წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
17-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ამაყია გაგვაცნოს წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები დაიმსახურეს. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერმა - გენადი ბალანჩივაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა -მამუკა ჩხეტიანმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40 მეათეკლასელი მოსწავლე საზეიმოდ დააჯილდოვეს და მათ წარმატება უსურვეს. 

მოსწავლეებმა ჯილდო, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მოიპოვეს.

წარმატებულ მოსწავლეებს შორის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 8 მოსწავლეა: ლევან ბენიძე, ნიკოლოზ კიკვიძე, ლილე ბენდელიანი, ნიტა თვარაძე, ჯინა ჩავჩიძე, მარიამ კოვზირიძე, ლიზი კეთილაძე და ქრისტინა უგულავა.

სკოლაში, მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203