კეხიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ევროკავშირის სამშვიდობო პოლიტიკა​ზე ლექციათა ციკლი ჩატარდა
17-10-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი დრო ეთმობა. 

21 სექტემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის გამართა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციათა ციკლი შემდეგ თემებზე: „მშვიდობის როლი დღევანდელ ევროპაში - ევროკავშირის სამშვიდობო პოლიტიკა“.

შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ფანიაშვილი - ალტე უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი.

მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიება მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მათ ლექტორისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203