წაღვლის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა
17-10-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაში რთავენ. 

შესაბამისად, წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ გაიოზ ჯახველაძის ხელმძღვანელობით, ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ, ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203