დაბა ლენტეხის N1 სკოლის ოთხი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
17-10-2023

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისათვის ჯილდო 4-მა მოსწავლემ - რატი ლიპარტელიანმა, ნინი მუსელიანმა, თეკლა მეშველიანმა და მარიამ ლიპარტელიანმა - დაიმსახურა.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203