„კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში “ - გურჯაანის N4 სკოლის მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს
17-10-2023
 
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლაში მომუშავე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, სოციალური მუშაკისა და ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა საგანმანათლებლო პროცესში სოციალური მუშაკის გამოსაყენებელი მნიშვნელოვანი ტექნიკის - „კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში - LSCI-ს“ პოსტერი.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოდ იმსჯელეს და ნააზრევი ერთმანეთს გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში არის თავის ტვინის ფუნქციონირებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც შეისწავლის ტრამვას და იყენებს ურთიერთობაზე დაფუძნებულ მიდგომას, რათა ახალგაზრდებისთვის პრობლემური სიტუაციები გადააქციოს სწავლის შესაძლებლობებად.

LSCI კონფლიქტებს და სტრესულ სიტუაციას განიხილავს, როგორც სწავლის, ზრდის, გააზრებისა და ცვლილებების შესაძლებლობას.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203