არხილოსკალოს საჯარო სკოლის ენთუზიაზმით აღსავსე პირველკლასელები და მათ მოტივაციაზე მზრუნველი პედაგოგები
17-10-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები მუდამ ცდილობენ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას.

სწორედ ამიტომ, სკოლაში პირველკლასელებს 15 სექტემბერს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მათთვის კლასის დამრიგებელმა, ელზა ქავთარაძემ საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მორთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

სკოლაში დიდი ჟრიამული და ემოციების ზღვა იყო, რამაც მოსწავლე-მასწავლებლები მოიცვა.

პედაგოგი ბავშვებს სიყვარულითა და სიხარულით შეხვდა, მათ წარმატებული, ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა.

დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს დაწყებითი საფეხურზე, პატარებო!“, - აღნიშნა მასწავლებელმა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203